fbpx
საბერძნეთი

“არ არის ადვილი იმის მოსმენა, რომ სიმსივნე გაქვს” – დორა ბაკოიანი

ცნობილმა პოლიტიკოსმა, დორა ბაკოიანიმ, საჯაროდ განაცხადა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია მრავალჯერად მიელომაზე, პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეზე.

როგორც ბაკოიანი წერს, არ არის ადვილი იმის მოსმენა, რომ სიმსივნე გაქვს, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს დაუხევია უკან და ამას არც ახლა აპირებს.

“საბერძნეთში ყოველწლიურად ხუთას ადამიანს უდგინება მრავლობითი მიელომა. მე ახლა ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩემი სიმსივნე ძალიან ადრეულ სტადიაზეა და მის მიმდინარეობას ექიმები დადებითად ახასიათებენ. არასოდეს არის ადვილი იმის მოსმენა, რომ სიმსივნე გაქვს. ეს არის ის, რასაც ვერ აკონტროლებ, მოდის მოულოდნელად და ყველაზე მეტად სწორედ ეს გაშინებთ. გაშინებთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ იმათ გამოც, ვინც გიყვართ. 

მაგრამ ამ დაავადებას ებრძვიან და ამარცხებენ. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ცხოვრებაში არცერთ ბრძოლაში არ დამიხევია უკან. გავაგრძელებ მუშაობას და ბრძოლას მათთვის, ვინც ასე ძალიან მიყვარს, პარალელურად კი, რა თქმა უნდა, ვიმკურნალებ,” აცხადებს ბაკოიანი.

 

onalem

ტესტ