fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 29 წლის მამაკაცს სახლში შეუვარდნენ და მისი 23 წლის შეყვარებული გაიტაცეს

ინციდენტი გუშინ, დილის საათებში, ვოლოსის ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულები არიან 28 და 38 წლის მამაკაცები, რომლებსაც ძარცვა, სხეულის განზრახ დაზიანება და ადამიანის გატაცება ედებათ ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 29 წლის ბერძენის სახლში მივიდნენ, ძალის გამოყენებით შიგნით შევიდნენ და დანით დაესხნენ თავს. მამაკაცს ფეხზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენეს, წაართვეს მობილური ტელეფონები და  630 ევრო. ეს არ იკმარეს და სახლიდან იძულებით წაიყვანეს 23 წლის გოგონაც, რომელთან ერთადაც 29 წლის მამაკაცი ცხოვრობს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის პირადი უთანხმოება არსებობდა და ისინი ახალგაზრდასთან ანგარიშის გასასწორებლად მივიდნენ.

ორივე მამაკაცის დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ