fbpx
კრიმინალი

აგიოს პანტელეიმონა: ყალბი “ადია დიამონები”, პასპორტები და 6 დაკავებული ემიგრანტი

საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ათენში, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე ჩაატარა. ორ სხვადასხვა ბინაში დააკავეს 6 ემიგრანტი, რომელთაც უამრავი სახის ყალბი საბუთი აღმოუჩინეს.

კერძოდ, დაკავებულია 6 სირიელი, რომელთაც ბრალად ედებათ სხვა ემიგრანტების ყალბი საბუთებით უზრუნველყოფა და მათი ქვეყანაში შემოყვანა.

თანხა, რომელსაც ისინი საბუთების გაყალბებასა და მათ შემოყვანაში იღებდნენ, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი სახის დოკუმენტს სთხოვდნენ.

მაგალითად, მათ ბინებში აღმოჩენილია 11 ყალბი “ადია დიამონის” ანუ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა, 20 ყალბი პასპორტი, 38 პირადობის მოწმობა, ფულადი გზავნილების ათობით ქვითარი, 6 მართვის მოწმობა და პასპორტის ფოტოები.

თითოეული დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ