fbpx
კრიმინალი

“საბერძნეთში გადმოპარვის გზით იყო შემოსული” – ვინ არის ათენში მოკლული ახალგაზრდა კაცი

ბერძნული მედიის მთავარი განხილვის თემა გუშინდელი დღიდან პერისტერიში მომხდარი მკვლელობაა. ვრცელდება დეტალები, თუ საიდან არის მსხვერპლი და რა შეიძლებოდა ყოფილიყო სასტიკი დანაშაულის მოტივი.

როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი და მისი მკვლელი ერთად არ მსხდარან, არამედ ის კაფეში მოგვიანებით მივიდა და მას შემდეგ, რაც მოკლე საუბარი ჰქონდათ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თუმცა, ეს არ იკმარა და თავის არეში ბოლოს იარაღის დარტყმა დაუწყო.

მსხვერპლმა ვერანაირი რეაგირება ვერ მოასწრო, ის ვერც კი წამოდგა სკამიდან და მაგიდაზე პირქვე დაემხო. დადასტურებული ინფორმაციით, ის არის 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ქურთი, რომელიც საბერძნეთში არალეგალური გზით იყო შემოსული და პოლიციაც ეძებდა.

მკვლელობის მოტივად ჯერჯერობით პირადი უთანხმოება სახელდება, თუმცა, კონკრეტულად რა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კაფე, სადაც ის ჩაცხრილეს, მანოს პაპაიანისს ეკუთვნის, ცნობილ ბერძენ მსახიობს, რომელიც იქ მაშინვე მივიდა და ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაშია.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელს უმოკლეს დროში დააკავებენ, ვინაიდან დარჩენილია თითის ანაბეჭდები და ვიდეოჩანაწერი, სადაც ის კარგად ჩანს.

თვითმხილველთა თქმით, დამნაშავემ ადგილი ფეხით დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მისი შეჩერება, ცხადია, შიშისა და შოკის გამო, იქ მყოფებმა არც კი იფიქრეს.

onalem

ტესტ