fbpx
ჯანმრთელობა

კორონა ვირუსის სამი ახალი შემთხვევა – საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ბერძნული მედიის ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ორი ახალი შემთხვევა ათენში დაფიქსირდა, ხოლო ერთი თესალონიკში, საერთო ჯამში კი ვირუსის მქონე პაციენტების რაოდენობა 7-ს უდრის.

მათი დიაგნოზი სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ დაისვა.

როგორც ცნობილია, პირველი და მეორე შემთხვევაში, ორი ქალი, 38 და 40 წლის ბერძნები, იტალიაში იყვნენ ნამოგზაურები და სწორედ აქედან დაინფიცირდნენ, ხოლო დანარჩენ ხუთ შემთხვევაში ვირუსი მათგან გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ თითოეული პაციენტი შესაბამის მკურნალობას გადის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

onalem

ტესტ