fbpx
საბერძნეთი

ბერძენ ქალს საკუთარ სახლში მარიხუანას პლანტაციები და კულტივაციის სრული აღჭურვილობა აღმოუჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კერკირაზე ბერძენ ქალს სახლში მარიხუანას პლანტაციები აღმოუჩინეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – მას მცენარის კულტივაციისთვის მთელი ლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი.

კერძოდ, პოლიციამ მის ბინაში სპეციალური ჩხრეკა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მარიხუანას მცენარეებს ზრდიდა და მათი სიმაღლე 1,20 მეტრიდან 1,50 მეტრამდე იყო. მას ჰქონდა აბსოლუტურად სრული აღჭურვილობა ამ მცენარის კულტივაციისთვის და ფაქტობრივად, სახლი ლაბორატორიად ჰქონდა ქცეული.

სახლიდან ამოიღეს 40 გრამი ნედლი მარიხუანა, სასწორი, რომლითაც ის ნარკოტიკულ საშუალებას წონიდა და ანაწილებდა. ბერძენი ქალი კორფუს პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი ნარკოტიკების კულტივირების, შენახვისა და გასაღებისთვის წაუყენეს.

onalem

ტესტ