fbpx
საბერძნეთი

“სუფთა ორშაბათი”: თესალონიკში ნახევარ მილიონ ლაგანას გამოაცხობენ, მისი ფასი წელს 7%-ით მეტია

“სუფთა ორშაბათი” ახლოვდება და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, სუფრაზე ყველაზე დიდი პატივი ლაგანას აქვს. როგორც ირკვევა, 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, ის 7%-ით უფრო ძვირი იქნება და მისი ფასი 2,50 ევროდან 2,60 ევრომდე იმერყევებს.

თესალონიკის მცხობელთა ასოციაცია იუწყება, რომ წელს მინიმუმ ნახევარ მილიონ ლაგანას გამოაცხობენ, რადგან ფასის ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც იქნება. ასოციაციის პრეზიდენტი, ელსა კუკიმერია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ტრადიციულ საცხობებს, რაც მყიდველსა და გამყიდველს შორის ნდობის გამყარებაზე მიუთითებს, ხოლო “ჭორებს”, რომ თითო ლაგანა მინიმუმ 5 ევრო ეღირება, დაუსაბუთებელსა და საშიშს უწოდებს.

“ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ და ვიცით ერთმანეთის გასაჭირი, ფინანსური სირთულეები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობს. 2022 წლის მარტიდან ფასები იმატებს, რადგან იმატებს იმ მასალის ფასებიც, რომლებითაც ეს პროდუქტები მზადდება. ლაგანას ფასი იყო 2,30-დან 2,40 ევრომდე, წელს კი მოიმატებს, ვინაიდან გასულ წელს 25 კგ ფქვილში 12-დან 14 ევრომდე ვიხდიდით, ხოლო ახლა ფასები 19 ევროდან იწყება და 22 ევრომდე ადის. საცხობების ნედლეული გაძვირებულია 30%-იდან 50%-მდე,” აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ლაგანას, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსი აქვს, გაიყიდება 20 ცენტით უფრო ძვირად, გასულ წელთან შედარებით.

onalem

ტესტ