fbpx
საბერძნეთი

150-დან 100.000 ევრომდე – გაეცანით ყველა ჯარიმას, რომელიც 4 მაისიდან საბერძნეთში ძალაში შედის

4 მაისიდან საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვა იხსნება და ქვეყანა ახალი წესებით იწყებს ცხოვრებას. მთავრობის მიერ გაცემული მითითებების მიხედვით, მოსახლეობას ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა მოეთხოვება. ამ დროისთვის ეს არის სამი ძირითადი იარაღი, რომელთაც გამოვიყენებთ ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებისას.

ვრცელდება ინფორმაცია იმ ჯარიმების შესახებ, რომლებიც 4 მაისიდან არის ძალაში და ასევე, იმ ჯარიმების შესახებ, რომლებიც კვლავ შენარჩუნდება:

  • ნიღბის გამოუყენებლობა დახურულ სივრცეში (საჯარო ტრანსპორტში, სალონებში, მაღაზიებში და ა.შ.) დაჯარიმდება 150 ევროთი, თითოეულ ადამიანზე.
  • ის დაწესებულებები, რომლებიც დაარღვევენ წესს, რომელიც გულისხმობს კლიენტების შეზღუდული რაოდენობის მიღებას რამდენიმე კვადრატულ მეტრზე (მაგალითად 20 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 4 ადამიანი და ა.შ.) დაჯარიმდებიან 2.000-დან 100.000 ევრომდე თანხით და 15 ან 30 დღით შეუჩერდებათ მუშაობის უფლება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის რაოდენობა დამოკიდებულია ბიზნეს დაწესებულების ფართობზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრია ის. მაგალითად 300 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბიზნესი აღნიშნული წესის დარღვევისთვის 100.000 ევროთი დაჯარიმდება. რაც უფრო ნაკლები ფართობისაა ბიზნესი, ჯარიმა გაცილებით ნაკლები იქნება.

ჯარიმები, რომლებიც არ უქმდება:

  • 1.000 ევროიანი ჯარიმა, თუკი ერთად შეიკრიბება 10-ზე მეტი ადამიანი.
  • 5.000 ევრო იმ შემთხვევაში თუ მუშაობას დაიწყებს ის ბიზნესი, რომელზეც ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.
  • სავალდებულო კარანტინის დარღვევა დაჯარიმდება 5.000 ევროთი.
  • 18 მაისამდე სოფლების და სხვა რეგიონების მიმართულებით გადაადგილება კვლავ დაჯარიმდება 300 ევროთი.

onalem

ტესტ