fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან: “მგზავრთა დამხმარეები” ათენის მეტროს 45 სადგურში

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა განაცხადა, რომ ათენის მეტროში მგზავრებს  სპეციალურად გადამზადებული პირები დაეხმარებიან.

ორშაბათიდან 45 მეტროსადგურში განლაგდებიან ე.წ. “მგზავრთა დამხმარეები”, რომლებიც მათ მისცემენ ინსტურქციებს და თავიდან აირიდებენ გადატვირთულობას ვაგონებში.

გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილია, მინისტრმა გასცა ხუთი მითითება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული 4 მაისიდან:

  1. თუ სიმპტომები აღგვენიშნება, არავითარ შემთხვევაში არ გადავაადგილდებით საჯარო ტრანსპორტით.
  2. ვიცავთ დისტანციას სხვა მგზავრებისგან.
  3. არ გადავააგდილდეთ ტრანსპორტით, თუ ეს არ არის გადაუდებლად საჭირო (სამსახურის, ჯანმრთელობის მდგომაროების მიზეზით).
  4. აუცილებლად ვატარებთ პირბადეს ტრანსპორტში.
  5. ამ პერიოდისთვის, თუ საშუალება გვაქვს, გამოვიყენოთ სხვა სახის ტრანსპორტი და თავი ავარიდოთ ტროლეიბუსებს, ავტობუსებსა და მეტროს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ათენში ავტობუსების რაოდენობა 550-დან 1.000-მდე გაიზრდება და ასევე გახშირდება მათი მოძრაობა. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს ზემოთ აღნიშნული რამდენიმე წესის დაცვას.

ასევე, საჯარო ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება და მისი გამოუყენებლობა დაჯარიმდება 150 ევროთი.

onalem

ტესტ