fbpx
საზოგადოება

სროლა ათენის ცენტრში – დაჭრილია ორი ემიგრანტი მამაკაცი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გუშინ შუაღამეს ათენის ცენტრში ოთხ ემიგრანტ მამაკაცს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, 3 სექტემბრის ქუჩაზე ოთხმა, სავარაუდოდ ავღანელმა მამაკაცმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიჭრა. ერთს დაზიანება ფეხში აქვს მიღებული, ხოლო მეორეს თავის არეში.

ორივე მათგანი ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა დასტაბილურდება.

საქმეს საბერძნეთის პოლიცია იძიებს. არსებული ვარაუდით, ინციდენტი პირადი უთანხმოების გამო მოხდა.

 

onalem

ტესტ