fbpx
საზოგადოება

ფილიპინელი დამლაგებელი რამდენიმე საათით ხეზე მიაბეს, რადგან მაგიდის სახლში შეტანა დაავიწყდა

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ფილიპინელი ემიგრანტი საკუთარმა ქვეყანამ დაუყოვნებლივ სამშობლოში დააბრუნა. ფოტოებს ბერძნული მედია ნამდვილ სირცხვილს უწოდებს…

დამლაგებელ ქალს, რომელიც უმდიდრესი არაბების ოჯახში მუშაობდა, სახლის ბაღიდან ხის მაგიდის აღება და შიგნით შეტანა დაავიწყდა, რის გამოც ის დასაჯეს. სასჯელი კი საშინელ მზეში, რამდენიმე საათით ხეზე მიბმა აღმოჩნდა.

მას ფოტოები თავისმა თანამშრომლებმა გადაუღეს, რამაც საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია. საქმეში ჩაერია ფილიპინების ხელისუფლება და ქალი სამშობლოში დააბრუნეს.

თავად 26 წლის აკოსტა ბარუელო კი შიშობს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებიც ამავე ვილაში დამლაგებლებად მუშაობენ, იგივე ბედი ელით.

არსებული ინფორმაციით ინციდენტი საუდის არაბეთში მოხდა.

onalem

ტესტ