fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთი – “ჩემპიონი” კორონავირუსთან ბრძოლაში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

საბერძნეთი კორონავირუსით ინფიცირების კვლავ დაბალ რიცხვებს აფიქსირებს. დღეს სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საერთო ჯამში საბერძნეთში ვირუსით დაავადების 2.591 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 140-ს უდრის.

რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტთა რიცხვი იკლებს და ამჟამად მართვით სუნთქვაზე გადაყვანილია მხოლოდ 38 ადამიანი.

საბერძნეთი მსოფლიო მაგალითად იქცა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობის მხრივ, თუმცა, მაღალჩინოსნები მოსახლეობას კვლავ დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ნიკოს ხარდალიასის თქმით, 4 მაისიდან გადავდივართ გეგმაზე “ΧΑΜ”, რომელიც გულისხმობს ხელების დაბანას (Χερια), დისტანციის დაცვას (Αποστασεις), ნიღბის ტარებას (Μασκες).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ადამიანმა გადაადგილებისას, მუშაობისას და ზოგადად, უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად.

4 მაისიდან დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენება სავალდებულო ხდება, კერძოდ:

სილამაზის სალონებში

მაღაზიებში

აფთიაქებში

სუპერმარკეტებში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ტაქსებში

კლინიკებში (როგორც ესთეტიკური, ისე სხვა…)

onalem

ტესტ