fbpx
საზოგადოება

“ატიკაში ზომები მკაცრდება, სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს ძალიან ცუდად ” – ათენის ცენტრი, პირეა და კიფისია “წითელ ზონაში”

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათში ცნობილი გახდება, თუ რა ზომებს მიიღებს საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის ყველაზე დიდ რეგიონში, ატიკაში.

ნებისმიერი ზომა, რომელიც გამოცხადდება, არის ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შეთავაზებული და ატიკის რეგიონში მათი მიღება დიდ აუცილებლობად იქცა.

“ამ ვირუსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ის, რომ მოასწრო,” აცხადებს ინფექციონისტი, ხარალამბოს გოგოსი.

“სიტუაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება ძალიან ცუდი კუთხით განვითარდეს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, რომ უნდა მივიღოთ ზომები. ეს უკავშირდება რეანიმაციაში მყოფთა რიცხვის ზრდასაც. უნდა აღვნიშნო, რომ ისრაელსა და სერბეთში ვირუსის კიდევ ერთხელ, სწრაფი გავრცელება მოხდა და როდესაც ასე ხდება, სიტუაციის კონტროლი განსაკუთრებით რთულია.

ეს არ იქნება კარანტინი, მაგრამ ატიკაში გვჭირდება კონკრეტული ზომები, რომ დავიცვათ სკოლებიც,” აცხადებს გოგოსი.

ირკვევა, რომ “წითელ ზონებად” სახელდება ათენის ცენტრი, კიფისია და პირეა.

ზომების შესახებ სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი და როგორც ირკვევა, ძალაში იქნება მომდევნო 15 დღე.

 

onalem

ტესტ