fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიცია მიხალის ზაფიროპულოს მკვლელობის გახსნასთან ძალიან ახლოსაა!

როგორც ცნობილია, ცნობილი ადვოკატის მოსაკლავად ორი პირი გააგზავნეს. სატელეფონო ზარების და დანიშნული შეხვედრის საფუძველზე პოლიცია შესაძლო დამნაშავეთა კვალზე გავიდა.

ახლა ყველაფერი საათებზეა დამოკიდებული, რომ უშუალო და ირიბი მკვლელების დაპატიმრების ორდერები გაიცეს.

გუშინ, ორშაბათს, კორიდალოს ციხეში მსხდომი ხუთი ალბანელი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადააგზავნეს და რამდენიმე საათის მანძილზე იკითხებოდნენ, ეჭვმიტანილების სტატუსით.

ატიკის სამმართველოს ცნობით, ყველანაირი ამჟამინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქმე ალბანურ მაფიასთან გვაქვს. ორმა ”დიდმა ბოსმა” 52 წლის ადვოკატს მკვლელები მიუგზავნა. მას ჯერ აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ, საბოლოოდ კი იმსხვერპლეს.

პოლიციის ინფორმაციით, განყოფილებაში მყოფი პირებიდან ორი მათგანი არის ის, ვინც მკვლელობაში დიდი ფული გადაიხადა.

გასულ კვირას დაიკითხა 30-ზე მეტი პირი, რომლებიც მკვლელობაში მონაწილეებად ითვლებიან. ასევე ცნობილი ხდება, რომ მათ შორის არსებობს ორი კონკრეტული ეჭვმიტანილი, რომლებმაც ზაფიროპულოს მკერდში ესროლეს.

 

onalem

ტესტ