fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია

დღეს დილით კუნძულ აგათონისის სამხრეთით ხის ნავი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ. ინციდენტს ენით აღუწერელი ტრაგედია მოჰყვა, გარდაცვლილია 16 ადამიანი, რომელთა შორის 5 ბავშვია.

სანაპირო დაცვის განცხადებით, ნავზე სულ 22 მიგრანტი იყო, ისინი სხვების ძებნას აგრძელებენ.

გამოყოფილია ნავები, მცურავები, ვერტმფრენები და კატერები, რათა გარდაცვლილთა იდენტიფიცირება სწრაფად მოხდეს.

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბავშვები ეგეოსის ზღვაში არ უნდა დაიკარგონ.

“ახალი ტრაგედია დატრიალდა და ყველაზე უარესი ის არის, რომ ადამიანების სიცოცხლე დაკავშირებულია დევნასთან და პოლიტიკურ ინტერესებთან. ჩვენ არ შევურიგდებთ ამ ყველაფერს, ბავშვები ეგეოსის ზღვაში არ უნდა დაიკარგონ.”

დანარჩენი დაკარგული  ადამიანების ძების ოპერაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო.

onalem

ტესტ