fbpx
საბერძნეთი

განცხადება-ბომბა ნიკოს კაპრაველოსგან: “სულ მალე კოვიდის ახალი ტალღა მოვა, გართობის დრო არ არის”

პროფესორმა და ექიმმა, ნიკოს კაპრაველომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პესიმისტური განცხადებები გააკეთა და დაუშვა შესაძლებლობა, რომ სულ მალე კოვიდის გავრცელების კიდევ ახალი ტალღა ვიხილოთ. მისი აზრით, “ომიკრონი” პანდემიის დასასრული არ არის.

“ამჟამინდელი პერიოდი ძალიან კრიტიკულია და საავადმყოფოები უკვე ემზადებიან ახალი ტალღისთვის. სწორედ მიმდინარე პერიოდი წყვეტს, რას ვიხილავთ მომდევნო ეტაპზე. არ არსებობს შანსი, რომ ახალი ტალღა არ გვქონდეს, თუმცა, ის შეიძლება არ იყოს ისეთი დამანგრეველი, როგორც ადრე ან ახლა.

ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაფართოვდეს ვაქცინაციის ვალდებულება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ პანდემია დასრულდა. უნდა შენარჩუნდეს პირბადის ტარების წესიც და დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები მათთვის, ვინც არ არის აცრილი.”

ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა მოვეშვათ და მოვდუნდეთ, რადგან კოვიდი ასე მარტივად არ დასრულდება. მცდარია გარკვეული ზომების მოხსნის გადაწყვეტილებაც, რადგან ეს აგზავნის მესიჯს, რომ თითქოს ვითარება გაუმჯობესდა. არ არის დრო, როცა ვინმე გარეთ უნდა გამოვიდეს და გაერთოს. დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს,” ამბობს კაპრაველო.

onalem

ტესტ