fbpx
საბერძნეთი

წვიმა, ელჭექი და თოვა ხვალიდან – ბერძენ სინოპტიკოსთა გაფრთხილება მოსახლეობას

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს მძღოლებს, მანქანებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია რთული პირობების შექმნა უახლოეს საათებში.

კლიმატური ფენომენი საბერძნეთში დღეს ღამიდან გააქტიურდება ძირითადად დასავლეთით მდებარე რეგიონებში. შაბათს მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, თოვა, ტემპერატურა კი სეზონისთვის შესაბამისი იქნება.

უამინდობის ახალი ტალღის ძირითადი მახასიათებლები იქნება უხვი ნალექი, წვიმის სახით და ძლიერი ქარი. შაბათ-კვირას ფენომენი ატიკის რეგიონზეც მოახდენს გავლენას.

სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს განცხადებით, მძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შემდეგ ტერიტორიებზე:

კასტორია-ფლორინას გზა

კასტორია-იოანინას გზა

სიატიცა-კრისტალოპიგის გზა

დასავლეთ მაკედონიის პროვინციული და მუნიციპალური საგზაო ქსელი.

ნახეთ პროგნოზი ათენში ხვალ და ზეგ:

 

 

onalem

ტესტ