fbpx
საბერძნეთი

“ზომები იხსნება, მაგრამ ასე მარტივად არ ვამთავრებთ, არსებობს უფრო საშიში მუტაციის გაჩენის შანსი” – პროფესორი გეროძიაფა

ჰემატოლოგიის პროფესორმა, გრიგორის გეროძიაფამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე პანდემიასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებები გააკეთა. მისი განმარტებით, შეიძლება კოვიდი ჩვენი ცხოვრების ენდემური ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აღარ იქნება სახიფათო.

“ასე მარტივად არ ვამთავრებთ. ვირუსი რაღაც მომენტში ნამდვილად გახდება უფრო ენდემური, მაგრამ ეს მის პრობლემატურობას არ გამორიცხავს. ის არ შეწყვეტს იყოს მავნე. ამას გარდა, აღვნიშნავ, რომ არსებობს უფრო საშიში მუტაციების გაჩენის შესაძლებლობა.

რაც შეეხება საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობას, ახლა ქვეყანა ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე წინა ტალღების პიკების დროს იყო. პაციენტთა პროფილიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ დაავადებულთა 15%-30%-ს აღენიშნება გრძელვადიანი კოვიდის სინდრომი. პარალელურად, რისკებს შეიცავს ოპერაციების ჩატარებაც ასეთ პირობებში. სწორედ ამის გამოა, რომ საფრანგეთში ოპერაციები გადაიდო,” აცხადებს პროფესორი.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 31 იანვრიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება, ბრუნდება მუსიკა გასართობ დაწესებულებებში, კაფეებსა და ტავერნებში, ასევე იხსნება 12 საათზე დაკეტვის ვალდებულება. მიუხედავად ყველაფრისა, პროფესორები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, “ომიკრონის” გადამდებიანობის მაღალი ინდექსის გგამო.

onalem

ტესტ