fbpx
მსოფლიო

ბერძენი ბიზნესმენები ბულგარეთში ბენზინგასამართ სადგურებს ხსნიან

საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვარზე კვლავ გრძელი რიგებია. ბერძნები მეზობელ ქვეყანაში თავიანთი მანქანების ავზების შესავსებად მიდიან, რადგან იქ ეს ნახევარ ფასშია შესაძლებელი.

ბულგარეთს ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთში მცხოვრებები მიმართავენ, რომლებიც როგორც ამბობენ, სულ რამდენიმე კილომეტრში ახერხებენ ეკონომიურ ფასში საწვავის და სხვადასხვა ნივთების შეძენასაც, რომლებიც 40%-ით უფრო იაფია, ვიდრე საბერძნეთში.

უხეში გაანგარიშებით ბერძნების მოგება თვეში, ბულგარეთში ვაჭრობის ფონზე, შესაძლებელია 240 ევროსაც აჭარბებდეს, რაც არც თუ ისე სახარბიელო თანხაა.

ამ ყველაფრის გარდა, როგორც ტელეკომპანია Μega იუწყება, ბერძენი ბიზნესმენები ცდილობენ არსებული მდგომარეობით ისარგებლონ და ბულგარეთში ბენზინგასამართ სადგურებს ხსნიან.

onalem

ტესტ