fbpx
საბერძნეთი

ევროსზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 5 ემიგრანტი დააკავეს – მათგან 1-მა ცეცხლი განზრახ გააჩინა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ევროს ტერიტორიაზე, კერძოდ ლავარაში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. არსებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები ემიგრანტებიდან 1-მა ცეცხლი განზრახ გააჩინა.

ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი აქტიურ ფაზაშია, მუშაობს 24 მეხანძრე, 11 მანქანითა და 2 ვერტმფრენით.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხვალ, 29 ივლისს, კვლავ ხანძარსაშიში პირობები იქნება და მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, საქმიანობის თვალსაზრისით. კერძოდ, საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე:

ატიკა, ევია, ვიოტია, ფთიოტიდა, ფოკიდა.
კორინთია, არგოლიდა, არკადია, ლაკონია.
ახაია, ილიას.
ზაკინთოს.
ევროსი, სამოთრაკი.
ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები.
სამხრეთ ეგეოსის კუნძულები (კიკლადები).

onalem

ტესტ