fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სიგრუ-ფიქსი: მამაკაცი ხალხის თვალწინ მატარებლის რელსებში ჩახტა

გუშინ სიგრუ-ფიქსის მეტროსადგურში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და სხვა მგზავრების თვალწინ მატარებლის რელსებში ჩახტა. მძღოლმა, ცხადია, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მატარებელმა მამაკაცს გადაუარა.

ინციდენტის გამო შეჩერებული იყო მოძრაობა აღნიშნულ ხაზზე. ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების და სახანძრო ბრიგადა, რათა დაშავებული რელსებიდან ამოეყვანათ.

მამაკაცი არ გარდაცვლილა, თუმცა, სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

თვითმხილველთა თქმით, სანახაობა შემზარავი იყო, რადგან მამაკაცი რელსებში მაშინ ჩახტა, როცა სადგური ხალხით იყო სავსე.

onalem

ტესტ