fbpx
საზოგადოება

ათენში მეგობართან ერთად ჩამოვიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა – ოჯახი 32 წლის მამაკაცს ეძებს

32 წლის მამაკაცს საკუთარი ოჯახი 16 მარტის შემდეგ ეძებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველგვარი ძიება უშედეგოდ დასრულდა, საქმეში ჩაერთო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და გაირკვა, რომ ის ნამდვილად ათენში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით ემანუილ ქსიპოლიტა კუნძულ კოდან ათენში, პირეაზე გემით ჩამოვიდა. მასთან ერთად იყო მისი საუკეთესო მეგობარიც, რომელიც პოლიციამ დაკითხა და თქვა, რომ ამ მოგზაურობის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვდა, ისინი ათენში ყოფნისას გლიფადაში, საერთო მეგობრის სახლში იყვნენ გაჩერებულები,შემდეგ თავად უკან დაბრუნდა და მის შესახებ აღარაფერი იცის.

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს ჰქონდა თუ არა 32 წლის ქსიპოლიტას რაიმე უთანხმოება ვინმესთან, რადგან გამორიცხული არ არის კრიმინალური დანაშაულიც.

ამას გარდა, 32 წლის მამაკაცის და ამბობს, რომ ის ფსიქოაქტიური აბების მომხმარებელი იყო წლების მანძილზე და ვარაუდობს, რომ მისი მეგობრების გარემოცვაში კრიზისული მომენტი ჰქონდა, რომელთან გამკლავებაც ვერ შეძლეს და უფლება მისცეს, რომ მომკვდარიყო.

მიუხედავად ამისა, მისი ცხედარიც კი არსად ჩანს. ოფიცრები გამოძიებას აგრძელებენ.

 

onalem

ტესტ