fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

რატომ კოცნის ციპრა საბერძნეთის შრომის მინისტრს ნაზად?!

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის შრომის მინისტრის შეხვედრას კრიტიკოსებმა ძალიან თბილი უწოდეს. ალექსის ციპრასი საბერძნეთის შრომის უმშვენიერეს მინისტრს ეფი ახციოღლუს შეხვდა.

მათ თბილ შეხვედრის რეალურ მიზეზზე გადავიდეთ, ეს კი ის გახლავთ, ის რომ შრომის სამინისტრომ ქვეყნის მოსახლეობისთვის ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა, რამაც პრემიერის მოწონება დაიმსახურა.

წარმოდიდგენთ მონაცემებს:

საბერძნეთში უმუშევართა რიცხვი 2017 წლის აპრილში საგრძნობლად შემცირდა და დაქირავების ტენდენციამ ზრდა დაიწყო. ძირითადად ჭარბობს ნახევარგანაკვეთიანი და სეზონური სამუშაოები.

საბერძნეთის სტატისტიკური ცენტრის (ELSTAT) მონაცემებით, 2017 წლის აპრილში სეზონურმა უმუშევრობის დონემ 21,7%-მდე იკლო, შედარებით 2016 წლის აპრილთან, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 23,6% იყო.

რეგისტრირებულ უმუშევარ ადამიანთა რიცხვი დაახლოებთ 1 მილიონს უდრიდა, 11 მილიონ მაცხოვრებელს შორის. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც კი ქვეყანაში 2011 წლის იანვრიდან დაფიქსირებულა. მას შემდეგ დასაქმდა დაახლოებით 92, 600 ადამიანი.

onalem

ტესტ