fbpx
კატეგორიის გარეშე

ისტორიული რეფერენდუმი: ომონიამ ავტონომია გამოაცხადა. დღეიდან დიდუბე ერქმევა

დღეს, 1 აპრილს ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდა ათენის ცენტრალურ უბანში, ომონიაზე.

იქ მცხოვრები ბერძნები, გამომდინარე იქიდან, რომ ნახეს, როგორ დადებითად აისახა ომონიის ეკონომიკაზე ქართული ემიგრაციის ინვესტიციები ადგილობრივ ბაზარზე (ბინის ქირების ზრდა, ხელფასების ზრდა, სამუშაო ადგილების ზრდა), დადგნენ შემდეგი საკითხის წინაშე, ლეგიტიმური რეფერენდუმის გზით, გამოაცხადოს თუ არა ავტონომია ომონიამ, გადაერქვას თუ არა სახელი და დაერქვას “დიდუბე”.

საბერძნეთის უახლოეს ისტორიაში დაუჯერებელი რამ მოხდა! ხმების მიხედვით მაცხოვრებლების 89% მომხრეა ამ ცვლილების და დღეიდან, ომონიას აღარ მოვიხსენიებთ როგორც ომონიად, არამედ როგორც დიდუბედ. ასევე, ყველა არალეგალი, რომელიც “დიდუბის” ტერიტორიაზე შევა, არ ითვლება არალეგალად. იგეგმება კანონი საბუთების გამოსვლის თაობაზე!

onalem

ტესტ