fbpx
კრიმინალი

კორფუ: ცოლ-ქმარი 13 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კორფუზე მომხდარი ამბავი ცნობილი სულ ახლახანს გახდა. საბერძნეთის პოლიციამ 42 წლის მამაკაცი და 36 წლის ქალი დააკავა. ისინი ცოლ-ქმარი არიან და ბრალად 13 წლის ბიჭზე სექსუალური ხასიათის ძალადობა ედებათ.

კერძოდ, ინციდენტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბიჭმა დედასთან დაიჩივლა, რომ წყვილი მასზე გავლენის მოხდენას ცდილობდა და მუდმივად იყო ვერბალური ზეწოლის ფაქტები.

როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმარს სურდა 13 წლის მოზარდი საკუთარი სექსუალური ფანტაზიებისთვის გამოეყენებინა. ბიჭი, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი შეთავაზება მიიღო, ამ ყველაფერს დათანხმდა, ხოლო სანამ ის მათთან მივიდოდა, მისმა დედამ პოლიციაში განაცხადა, რათა მოძალადეები ფაქტზე დაეკავებინათ.

სახლში მისვლისას, სექსუალური თამაში თავდაპირველად 36 წლის ქალმა წამოიწყო, ხოლო მისი 42 წლის ქმარი იჯდა და სანახაობით სიამოვნებას იღებდა.

რამდენიმე ხანში პოლიცია ბინაში შეიჭრა და ორივე მათგანი ფაქტზე აიყვანა.

წყვილი პროკურორის წინაშე წარსდგება, რათა მომხდართან დაკავშირებით ჩვენება მისცენ.

onalem

ტესტ