fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის მასშტაბური ოპერაცია: დაკავებულია 6 ადამიანი 2.000.000 ევროს თაღლითურად მითვისებისთვის

დღეს დილიდან საბერძნეთის პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას აწარმოებდა ზეფირისა და კორინთოს ტერიტორიაზე, სადაც 6 ადამიანი დააკავეს. საუბარია კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელიც მთელი საბერძნეთის მასშტაბით ხალხს ატყუებდა და თაღლითობის გზით საერთო ჯამში 2.000.000 ევრო მიითვისა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავებულთა რაოდენობა 6-ია, ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მათ მოატყუეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 262. ისიც უნდა ითქვას, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, არამედ ბიზნეს-დაწესებულებებზეც, რომელთა საბანკო ანგარიშებზე წვდომაც მოიპოვეს.

ისინი მიმართავდნენ თაღლითობის სხვადასხვა გზებს, უკავშირდებოდნენ ტელეფონით პოტენციურ მსხვერპლს და არწმუნებდნენ, რომ გადაერიცხათ გარკვეული თანხები, რისთვისაც ათას სხვადასხვა მიზეზსა და საბაბს უსახელებდნენ.

გასაოცარია, მაგრამ მათ მიერ მითვისებული თანხის რაოდენობა 2 მილიონი ევროა, თავად თაღლითები კი, ბოშები არიან.

 

onalem

ტესტ