fbpx
მოგზაურობა

ერთ მხარეს მთები და სიმწვანე, მეორე მხარეს კი ზღვა – საბერძნეთის ზღაპრული სოფლები

ამჯერად არა კუნძულებზე, არამედ სოფლებზე მოგიყვებით, რომლებიც საბერძნეთში, პელოპონისოს ტერიტორიაზე მდებარეობს და არანაკლებ ზღაპრულია, თავისი მრავალმხრივი სილამაზის გამო.

ესენია სიმწვანეში ჩაფლული სოფლები, რომელთაგან ზოგიერთს ერთ მხარეს მთები აკრავს, მეორე მხარეს კი ზღვა.

პირველი ასეთია კარდამილი მესინიაში, სადაც ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ზაფხულში შეიძლება ისიამოვნოთ, მაგრამ სინამდვილეში ამ სოფელს შემოდგომა ყველაზე მეტად უხდება. აქ ნახავთ საოცარ ბუნებრივ ლანდშაფტს, სადაც მესინიის ყურის წყლები იდეალურად ერწყმის მთებისას მასას, ხოლო სტუმრისთვის შთამბეჭდავი სანახაობა იქმნება.

ხრისოვიცი, არკადია – ეს სოფელი ტრიპოლიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და გარდა საოცარი ბუნებრივი გარემოსი, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. სწორედ აქ იყო 1821 წლის რევოლუციუნერთა მოქმედების ცენტრი, კოლოკოტრონის ოფისი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა.

ზახლორუ, ილიას – ახაიაში ყველაზე გამორჩეული სოფელი, რომელიც ჩაფლულია ვურაიკუს ხეობაში. ზახლორუ კალავრიტადან მხოლოდ 5 კილომეტრში მდებარეობს და აერთიანებს თვალწარმტაც, კრამიტით დახურულ ქვის შენობებს. აქაური ბუნება, მთელი თავისი დიდებულებით, აუცილებლად მოგხიბლავთ პირველი წუთებიდანვე.

onalem

ტესტ