fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

ბერძნული სოფელი-მოჩვენება, რომელსაც მიწა “ყლაპავს” (კადრები)

შეიძლება ეს ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, მაგრამ საბერძნეთში ნამდვილად არსებობს სოფელი, რომელსაც ნელ-ნელა მიწა “ყლაპავს”, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

დიახ, სწორად გაიგეთ… ტრიკალაში არსებობს სოფელი, რომელიც ბოლო 60 წლის მანძილზე მიწაში ჩაძირვას არ წყვეტს, ეს მოვლენა კი ამ ტერიტორიაზე მოსულ მეწყერს და ზოგადად, გეოლოგიურ მოვლენებს უკავშირდება.

როპოტოს სოფელ-მოჩვენებას უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაში ერთადერთი მიტოვებული სოფელი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებულია იმით, რომ წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო ჩადის მიწაში.

როპოტო კარავულას ფერდობზე, 750 მეტრზე მდებარეობს და დაახლოებით 800 ადამიანით იყო დასახლებული. 2012 წელს აქ იმდენად დიდი მეწყერი მოვიდა, რომ სერიოზული ზარალი გამოიწვია და საცხოვრებლად აბსოლუტურად უვარგისი გახდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ სოფელი მიატოვა. თუმცა, გეოლოგიური მოვლენა, რომელიც ამ ადგილას მუდმივად მოქმედებაშია, პირველად 60 წლის წინ დაფიქსირდა და მას შემდეგ ნელი ტემპით “ყლაპავს” სოფელს.

ფოტოებიდან კარგად ჩანს, როგორი გადახრილია სახლები, რომლებიც 2012 წლის მეწყერს გადაურჩა. ასევე, სოფლისთვის ყველაზე განსაკუთრებული ნაგებობა, “პანაგია თეოტოკუს” ტაძარი.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ