fbpx
პოლიტიკა

დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა სტამბოლში – კირიაკოს მიცოტაკი ერდოღანს ხვდება

დღეს, ათენის დროით 13:00 საათზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი თურქეთის პრეზიდენტს სტამბოლში შეხვდება.

საბერძნეთის პირველი პირი ეცდება, რომ ბერძნულ-თურქულ ურთიერთობებში “ყინილი” დაარვიოს, რათა ხმელთაშუა ზღვა კვლავ დაპირისპირების ველად არ იქცეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

მიცოტაკი პირველ ეტაპზე საპატრიარქოს ეწვევა, რათა მართლმადიდებლობის კვირას დაესწროს, პატრიარქ ბართოლომეოსთან ერთად. შემდეგ კი, ფანარიდან სტამბოლის აზიურ ნაწილში, უსკუდარში გაემგზავრება, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს.

როგორც ცნობილია, შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.

ორი უმაღლესი პირის საუბრის მთავარი თემები იქნება რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ამ ომის გავლენები რეგიონზე. ასევე, უსაფრთხოების შენარჩუნება ხმელთაშუა ზღვაში. მიცოტაკის გზავნილი, რომლის ერდოღანისთვის გადაცემაც სურს არის ის, რომ რეგიონი არ უნდა გახდეს არასტაბილურობის მეორე წყარო, ამიტომ ტონები უნდა დაეცეს ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობაში.

onalem

ტესტ