fbpx
პოლიტიკა

“პატივი უნდა ვცეთ ემიგრანტებს, მაგრამ უკან დაბრუნების პროგრამა იქნება ეფექტური” – გიორგოს კუმუცაკოსი

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრმა, გიორგოს კუმუცაკოსმა ათენში საჯარო გამოსვლისას ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიებზე ღიად ისაუბრა და ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად და ლეგალურ მცხოვრებ მიგრანტებს ეხება.

“ჩვენი სტრატეგია იქნება მკაცრი, მაგრამ დემოკრატიული, ადამიანის უფლებების გათვალისწინებით. ეს დემოკრატია დაიცავს ემიგრანტების უფლებებს საბერძნეთში და ვეცდებით, რომ მათი მდგომარეობა და ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუმჯობესდეს. მორიას და ვათის ბანაკებში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა.

ვისაც ნამდვილად ეკუთვნის თავშესაფარი საბერძნეთისგან, ის “ასილოს” სწრაფად მიიღებს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში უკანონო გზით შემოსული არალეგალების უკან დაბრუნების პროცესი იქნება ეფექტური და არა უხეში.

ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას ევროპისგან. ეს კრიზისის დასასრული არ არის. მიგრანტთა კრიზისი კიდევ რამდენიმე წელი იქნება, თუმცა, იქნება მათი რაოდენობის შემცირება.”

onalem

ტესტ