fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია მეზობელი, რომელმაც 36 წლის ქალს თავისი აივნიდან გადასვლის უფლება მისცა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია 36 წლის ქალის მეზობელი, რომელმაც მას თავისი აივნიდან გადასვლის უფლება მისცა. როგორც მედია იუწყება, მას მსგავსი რამ აქამდეც გაუკეთებია, ამიტომ, სავარაუდოდ, იფიქრა, რომ არც ამ ჯერზე გაუჭირდებოდა.

ქალბატონი ძალიან ნანობს, რომ ამჟამად უკვე გარდაცვლილს კარი გაუღო და საშუალება მისცა, რომ მე-3 სართულზე აივნიდან აივანზე გადასვლა ეცადა. ამ გადაწყვეტილებას შეეწირა ორი შვილის დედა, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მეუღლესთან კუნძულზე უნდა გამგზავრებულიყო, ბავშვებთან ერთად.

მეზობელი ამბობს, რომ სახლში იმყოფებოდა, როცა 36 წლის ქალმა დაუკაკუნა და უთხრა, რომ კარს ვერ აღებდა, გასაღები გაიჭედა და უნდოდა, რომ სახლში მისი აივნიდან გადასულიყო. ისიც მაშინვე დათანხმდა, იმის გაუცნობიერებლად, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ნაბიჯს, მან საკმარისად რეალურად არ შეაფასა საფრთხეები.

36 წლის ქალი 15 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ