fbpx
საბერძნეთი

თაღლითური სქემა საბერძნეთში: შეტყობინება, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ!

საბერძნეთის პოლიცია თაღლითური სქემის შესახებ იუწყება, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფუნქციონირებს და საკმაოდ ადვილია მათ “ანკესზე” წამოგება.

როგორც ირკვევა, საბერძნეთში მოსახლეობას ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება (იმეილი) და მითითებულია, რომ გამოგზავნილია პოლიციის გენერალური დირექტორატიდან (ასეთი რამ არ არსებობს საბერძნეთის პოლიციაში) და თქვენ წარმოიდგინეთ აქვს ყოფილი უფროსის, კონსტანტინოს ცუვალას ყალბი ხელმოწერა, რომელიც ახლა სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური მდივანია.

შეტყობინება შეიცავს ბმულებს და ფაილებს, რომელთა გახსნისასაც თაღლითებს აქვთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე, ანგარიშებზე და ა.შ.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას არ გახსნან მსგავსი სახის შეტყობინებები და პირდაპირ წაშალონ ისინი.

onalem

ტესტ