fbpx
საზოგადოება

ყველაზე წარმატებული ბერძენი მთამსვლელი ჰიმალაის მთებში 7,400 მეტრის სიმაღლეზე გარდაიცვალა

ბერძნული მედია სამწუხარო ამბის შესახებ იუწყება. ყველაზე წარმატებული მთამსვლელი, ანტონის სიკარი ნეპალში, ჰიმალაის მთებში, კერძოდ, დაულაგირის მწვერვალზე გარდაიცვალა.

60 წლის სიკარი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მთიდან ჩამოდიოდა და 7,400 მეტრის სიმაღლეზე ჟანგბადის ნაკლებობის გამო მისმა ორგანიზმმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

ის საბერძნეთში ყველაზე წარმატებულ და საუკეთესო ალპინისტად ითვლებოდა, იყო ერთადერთი ბერძენი, რომელმაც მსოფლიოში არსებული 14 ყველაზე მაღალი მწვერვალიდან (8.000 მეტრი და ზემოთ) 5-ზე მოახერხა ასვლა. თუმცა, სამწუხაროდ, 8.167 მეტრიანი დაულაგირის დაპყრობისას დაიღუპა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მწვერვალის დაპყრობა მანამდე ხუთმა ალპინისტმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აქ დაიხოცნენ 1998 წელს მთამსვლელები, ნიკოს პაპანდრეუ და ბაბის ცუპრას.

onalem

ტესტ