fbpx
საბერძნეთი

“დღეს ყველა უკრაინელები ვართ! რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას სიკვდილით სჯის!” – საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ

საბერძნეთის პრეზიდენტს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მკაფიო პოზიცია უკავია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ეკატერინი საკელაროპულუმ რუსეთის ქმედებებს ბარბაროსობა უწოდა და ხმამაღლა განაცხადა, რომ დღეს ყველა უკრაინელები ვართ.

“ისტორიული იყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა საბერძნეთის პარლამენტში. მისი სიტყვა იყო ღრმად ამაღელვებელი, ადამიანური, პოლიტიკური და ღირსეული. უკრაინელების გმირული ბრძოლა სცილდება, სცდება გადარჩენას, სიცოცხლისა და ქონების დაცვას. ისინი ბოლომდე იცავენ სუვერენიტეტს, პოლიტიკურ ავტონომიას, ხალხის თავისუფლებას, საშუალებას, რომ თავიანთი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ. რუსეთი ყველა ფასად ცდილობს დავუბრუნდეს ეპოქას, როცა სხვა ერებზე გავლენას ახდენდა და “მფარველობდა” მათ.

ომის შემზარავი ბარბაროსობა, ათასობით დაღუპული და დაჭრილი, მილიონობით ლტოლვილი ადამიანი, ქვეყნის მატერიალური განადგურება, კოშმარულ მოგონებებსა და გამოცდილებას გვახსენებს. ისინი კაცობრიობას უჩვენებენ თავიანთი ისტორიის ბნელ მხარეებს. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ყოველი წესის სასტიკი დარღვევაა, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას სიკვდილით სჯის ბუჩაში და სხვა ქალაქებში. ეს ჩვენს სინდისს აღვიძებს. უკრაინის მხარდაჭერა არ არის სტრატეგიული, ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია უმაღლეს ადამიანურ მოვალეოებებზე, ყველაზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებზე, ამ დიდებული ადამიანების წინაშე, რომლებიც თავის სულს და სისხლს სწირავენ ჩვენთვის, თავისუფალი სამყაროსთვის და ჩვენი უნივერსალური ღირებულებებისთვის.

დღეს ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ!”

onalem

ტესტ