fbpx
საზოგადოება

“ბავშვი 5 წლის იყო, მაგრამ რომ შეგეხედათ 1 წლისასაც არ ჰგავდა” – ტრაგედია პეფკიში

ბერძნულ მედიასთან 32 წლის ქალის დედამთილი საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, 5 წლის ბავშვს, რომელიც დედამ კორპუსიდან გადმოაგდო, ხოლო შემდეგ თავადაც გადმოხტა, აუტიზმი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს მოძრაობის და მეტყველების პრობლემები ჰქონდა და მისი გაზრდა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო 32 წლის ქალის ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზი.

როგორც მისი დედამთილი ამბობს, ხედავდნენ, რომ ის ხშირად იქცეოდა უცნაურად, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა, ის ქმარსაც ესაუბრა და როგორც ირკვევა, უთხრა, რომ კარგად იყვნენ.

ბავშვის მამის ბიძაშვილი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გოგონა შეიძლება ხუთი წლის იყო, მაგრამ რომ შეგეხედათ 1 წლისასაც არ ჰგავდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ოჯახი ადასტურებს იმას, რომ 32 წლის ქალი საკუთარ შვილზე მაქსიმალურად ზრუნავდა და მარტოს 1 წამითაც არ ტოვებდა. საბოლოოდ კი, მისი ფსიქიკა შეირყა და აღნიშნულ ტრაგედიამდე მივიდა.

onalem

ტესტ