fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

წარმოუდგენელი რიგები ათენში, თავშესაფრის სამსახურთან – საგანგაშო სურათის გამო ადგილზე მინისტრი მივიდა

კადრები, რომლებიც კატეხაკის თავშესაფრის სამსახურის მიმდებარე ტერიტორიიდან ვრცელდება, შემზარავია. შემზარავია იმ მხრივ, რომ ეს არის ნამდვილი “ბომბი” და პირდაპირი საშუალება კორონავირუსის გავრცელებისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აქ ერთი ინფიცირებული მაინც მოხვდება.

პროფესორი ხარალამბოს გოგოსი შეძრულია ამ სურათით და ითხოვს, რომ პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიღწევა წყალში ჩაიყრება.

ამ ყველაფრის ფონზე ადგილზე გამოცხადდა მიგრაციის და თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრი, ნოტის მიტარაკისი, რომელმაც განაცხადა, რომ იქ მყოფი 10 ადამიანიდან 8 საერთოდ არ უნდა იმყოფებოდეს ამ ტერიტორიაზე.

“მათი თავშესაფრის საბუთები ავტომატურად გაგრძელდა და ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულად. ინტერნეტში დეტალურად არის ინფორმაციის მოძიების საშუალება, თუმცა, როგორც ვხედავთ, წარმოუდგენელი რიგები მაინც არ წყდება.

ძალიან რთულია ამდენ ხალხს ავუხსნათ, რომ პროცედურები ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონულად და აქ მოსვლა საჭირო არ არის.

სამწუხაროდ, მათ მაინც აქვთ დაუცველობის გრძნობა და მოდიან აქ, რათა ადგილზე გაარკვიონ საკუთარი მდგომარეობა. მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც უკვე არსებობს ინტერნეტში და მარტივად ხელმისაწვდომია,” განაცხადა მიტარაკისმა.

 

onalem

ტესტ