fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქალმა ხალკიდიკიდან გაუჩინარებამდე თავისი ნივთები და თანხა აიღო – მამამ ბავშვის გატაცების ბრალდებით მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

როგორც უკვე ცნობილია, ხალკიდიკიში 26 წლის ქალი და მისი 3 წლის შვილი სამშაბათს ღამით გაუჩინარდნენ და მას შემდეგ მათი კვალი არ ჩანს. მისმა პარტნიორმა, 32 წლის მამაკაცმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი ბავშვის გატაცების ბრალდებით, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალმა პირადი უთანხმოების გამო დატოვა სახლი და ოჯახის ახლო წევრთან ერთად გაუჩინარდა.

როგორც უკვე ცნობილია, ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ფრანგია, მაგრამ საბერძნეთის მოქალაქეა და თავისი შვილის მამასთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიება მიმდინარეობს ყველა კუთხით, განიხილება ვარაუდიც, რომ ბავშვმა საბერძნეთი დატოვა.

მამაკაცი, რომელიც წყვილის სახლში მუშაობდა, ამბობს, რომ ბოლო დროს მათ ნამდვილად ჰქონდათ გარკვეული პრობლემები და უთანხმოება.

32 წლის მამაკაცს პოლიციისთვის მიცემული აქვს ინფორმაციაც, მანქანის შესახებ, რომლითაც 26 წლის ქალი მოძრაობს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული იყო ქალის მამაც.

onalem

ტესტ