fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 25 მარტს, ცვლილებები მეტროსა და ტრამვაის მუშაობასთან დაკავშირებით – სადგური “სინდაღმა” 08:00 საათიდან დაკეტილი იქნება

ხვალ, 25 მარტს, გამომდინარე მოსწავლეთა მარშიდან, ათენის ცენტრი დაკეტილი იქნება, შესაბამისად, ტრანსპორტის გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. საგზაო პოლიციის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ცენტრში ტრანსპორტი არ იმოძრავებს და მარშრუტებს შეიცვლიან, დაიკეტება მეტროც.

კერძოდ, საუბარია მეტროსადგურზე  “სინდაღმა”, რომელიც დაიკეტება დილის 08:00 საათიდან და მარშის დასრულებამდე დაკეტილი დარჩება. მატარებლები აღნიშნულ სადგურში გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

რაც შეეხება ტრამვაის, მე-6 ხაზზე (პიკროდაფნი-სინდაღმა) ბოლო გაჩერება იქნება სადგური “ფიქსი” მუშაობის დაწყებიდან 13:30 საათამდე.

მე-7 ხაზზე (ასკლიპიიუ ვულას-აგია ტრიადა პირეა) ბოლო გაჩერება იქნება “სეფ” დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ხოლო “პალეო დიმარხიო” 11:00 საათიდან 13:00 საათამდე.

onalem

ტესტ