fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მღვდელმა 60 წლის ქალს დაარტყა და თმით ითრია, რადგან ზიარებისას მეორე სეფისკვერიც აიღო

ინციდენტის შესახებ ლარისას ადგილობრივი მედია იუწყება. 48 წლის მღვდელმა, რომელიც ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობს, საკუთარი მრევლის მიმართ სასტიკი მოპყრობა გამოავლინა.

ახალი წლის წინა დღეს 60 წლის ქალი ეკლესიაში ზიარებისთვის მივიდა და როგორც ჩანს, ამ პროცესისას მან ერთი სეფისკვერის ნაცვლად ორი აიღო. ამის გამო მღვდელმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

როგორც გაირკვა, მან ქალს დაარტყა, თმაში ხელი მოჰკიდა და კედელზე მიანარცხა, შემდეგ კი მოსთხოვა უკან დაედო მეორე სეფისკვერი.

60 წლის ქალბატონს ლარისას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

onalem

ტესტ