fbpx
საბერძნეთი

საგანგებო შეხვედრა სამოქალაქო დაცვის სამინისტროში და გაფრთხილება ატიკის მოსახლეობას

დღეს სამოქალაქო დაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კლიმატური ფენომენის, “ელპიდას” მიერ გამოწვეული პრობლემები განიხილეს და ასევე შეიმუშავეს გეგმა, რომელიც შაბათ-კვირას გაუარესებულ ამინდს შეეხება.

როგორც ირკვევა, მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, საბერძნეთის პოლიცია და შესაბამისი სამსახურები ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სინოპტიკოსებმა წყალდიდობა ივარაუდეს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაუყოვნებლივი ჩარევა, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს და პრობლემების პრევენცია მოხდეს.

საბერძნეთის პოლიციამ ასევე გამოაცხადა, რომ ხვალ დილის 08:00 საათამდე აკრძალულია მორეას გზატკეცილზე გადაადგილება, კორინთოდან კალამატამდე.

სამოქალაქო დაცვის სამსახური ატიკის მოსახლეობასაც აფრთხილებს, რომ სადაც ძლიერი წვიმა დაფიქსირდება, განსაკუთრებით თოვლიან ტერიტორიებზე, არააუცილებელი გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

onalem

ტესტ