fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სახლებიდან სამკაულების მოპარვის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, მათ მხოლოდ სამი ძარცვა ჩაიდინეს, თუმცა, ნადავლი 16.000 ევროზე მეტი ღირს. დაკავებულია ორი ქალი, რომელთა ასაკიც 22 და 36 წელია.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ისინი სერესის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და წარმატებით ტეხდნენ სახლებს, საიდანაც ძვირფას სამკაულებს იპარავდნენ.

პოლიციას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მათ სერესში სამი სახლი გაქურდეს, საიდანაც საერთო ჯამში 16.000 ევროს ღირებულების სამკაულები და ნაღდი ფულის სახით, 500 ევრო წაიღეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, აქვთ თუ არა მათ ჩადენილი კიდევ სხვა დანაშაულები.

ქალების ეროვნება არ ხმაურდება.

onalem

ტესტ