fbpx
საბერძნეთი

მუდმივ შეზღუდვებში არავაქცინირებულები საბერძნეთში?! – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?

მას შემდეგ, რაც 5 მარტიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების სრულიად ნორმალურ რიტმს. ეს კითხვა განსაკუთრებით აწუხებთ მათ, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

როგორც საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, მთავრობა არ გეგმავს არავაქცინირებულებისთვის ზომების მოხსნას და ერთადერთი, რითი სარგებლობაც მათ შეეძლებათ, არის ამინდის გაუმჯობესება, რადგან შეეძლებათ ღია სივრცეებში დასხდომა სწრაფი (Rapid Test) ტესტის საშუალებით.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაუმჯობესდება ეპიდმდგომარეობა მომდევნო თვეებში, აუცრელები კვლავ შეზღუდვებში იქნებიან, დახურულ სივრცეებთან დაკავშირებით და სავალდებულო იქნება ტესტის გაკეთება სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად.

პლევრი იმასაც კი დასძენს, რომ საბჭო და მთავრობა დაახლოებითაც ვერ იტყვის, თუ როდის შეიძლება ამ საკითხზე იმსჯელონ. ნებისმიერი აკრძალვის მოხსნა შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც სრულად იქნება აცრილი კოვიდის წინააღმდეგ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მუშაკები არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, თუ ვაქცინას არ მიიღებენ და როგორც განმარტავს, აუცრელი ექიმებისა და ექთნების ადგილი საავადმყოფოებში არ არის.

 

onalem

ტესტ