fbpx
პოლიტიკა

უკვე მეორედ – კირიაკოს მიცოტაკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ფიცი დადო!

გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგად კირიაკოს მიცოტაკი უკვე მეორედ გახდა საბერძნეთის პრემიერი და შესაბამისი ფიციც დადო დღეს ნაშუადღევს. 25 ივნისს “ახალმა დემოკრატიამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეორედ იღებს მართვის სადავეებს ხელში, ქვეყნის სამართავად.

მოგვიანებით მიცოტაკი, რა თქმა უნდა პრემიერის სასახლეშიც მივიდა, ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების თანხლებით. შიგნით შესვლისას მას მარევა მიცოტაკის ხელი ეკავა, ხოლო უკან მოჰყვებოდნენ მათი შვილები, კონსტანტინოს, სოფია და დაფნი მიცოტაკები.

ადგილზე იმყოფენოდნენ ასევე მისი დები, ალექსანდრა და კატერინა, ასევე დორა ბაკოიანი. ცერემონიას ესწრებოდა საბერძნეთის პრეზიდენტიც, ეკატერინი საკელაროპულუ.

onalem

ტესტ