fbpx
პოლიტიკა

“დამლაგებელი მინისტრი, ნოტოპულუ” – ეს ფრაზა თესალონიკში სლოგანად იქცა

ათენი-მაკედონიის სამინისტროსთან დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საბერძნეთის საჯარო საავადმყოფოების მუშაკთა ფედერაციის დელეგაცია ადგილზე მივიდა. ისინი თესალონიკში ალექსის ციპრას წარმომადგენლის ნახვას ითხოვდნენ, ამის ნაცვლად კი სკანდალური მინისტრი, კატერინა ნოტოპულუ დახვდათ.

მათ თავდაპირველად განუცხადეს, რომ ოფისიდან არავინ შეხვდებოდათ, რასაც მძაფრი რეაქციები მოჰყვა: “ვინ არის, ვინც ჩვენ უნდა ვნახოთ, დამლაგებელი? მდივანი? ვინ წარმოადგენს პრემიერს თესალონიკში?”

ცხადია, მსგავსი კომენტარები კატერინა ნოტოპულუს უკავშირდებოდა, რომელიც ამჟამად ათენი-მაკედონიის მინისტრია, ხოლო წარსულში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა.

“ნოტოპულუ ვერ იქნება ციპრას წარმომადგენელი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მინისტრია. ეს უკანონოა.”

მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია, დელაგაციის ხუთ წევრს ციპრას წარმომადგენელთან შეხვედრაზე დასთანხმდნენ, რასაც ასევეე ნეგატიური კომენტარები მოჰყვა:

“კარგი, მოდი ვნახოთ ნოტოპულუ, რომელიც ორი ერთშია, მინისტრიც და პრემიერის წარმომადგენელიც.”

სამინისტროსთან არეულობა მცირე ხნის მანძილზე შეინიშნებოდა.

onalem

ტესტ