fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მოსახლეობის 1% ვაქცინირებულია – პროცესი სწრაფად მიმდინარეობს

ვაქცინაცია კორონავირუსზე საბერძნეთში საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვაქცინა 14.156 ადამიანს გაუკეთდა.

emvolio.gov.gr-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკვე ვაქცინირებულია საბერძნეთის მოსახლეობის 1%. საუბარია პირველ დოზაზე მაინც.

ამ პროცესის დაწყებიდან, ანუ 28 დეკემბრიდან, საერთო ჯამში ჩატარდა 107.335 ადამიანის ვაქცინაცია.

105.700 ადამიანს გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზა მაინც.

20 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ვაქცინაციის კიდევ 144-მა ახალმა ცენტრმა და ჯანმრთელობის 65-მა ცენტრმა. პარალელურად, თესალონიკსა და ათენში მზადებაშია კიდევ ოთხი ახალი ცენტრი, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება და ყოველდღიურად 20.000 მოქალაქეს მოემსახურება.

onalem

ტესტ