fbpx
საზოგადოება

ემიგრაცია, სამსახური და თვეში 14.000 ევრო ხელფასი – რაზე თქვა უარი ინფექციონისტმა, მატინა პაგონიმ

მატინა პაგონი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონია – ის კორონავირუსთან ბრძოლაში წინა ფრონტზე იმყოფება და ამავე დროს, საავადმყოფოების ექიმთა გაერთიანებას ხელმძღვანელობს. მიუხედავად წარმატებებისა, ამბობს, რომ საბერძნეთში სამედიცინო პერსონალი სათანადოდ არ ფასდება და ამაში მაშინაც დარწმუნდა, როდესაც ორი წლის წინ წარმოუდგენელი შემოთავაზება მიიღო.

პაგონი ამბობს, რომ საუდის არაბეთიდან მოუვიდა შეთავაზება, რომ წასულიყო ემიგრაციაში სამუშაოდ და მისი თვიური ხელფასი მინიმუმ 14.000 ევრო იქნებოდა, ამასთანავე, სრულად დაუფარავდნენ იქ ცხოვრების ხარჯებს.

“მე ვარჩიე, რომ არ წავსულიყავი და უარი ვთქვი ამ კონტრაქტზე. არ შემეძლო მეცხოვრა 45 გრადუსში მუდმივად და ოჯახისგან შორს ვყოფილიყავი. რას გააკეთებ ამ ფულით, თუკი ვერ ისიამოვნე ცხოვრებით და ოჯახის წევრებთან ყოფნით?!

მინდა, რომ საბერძნეთში ექიმებსა და ექთნებს მეტი სტიმული ჰქონდეთ, რომ არ დატოვონ ქვეყანა. დაუშვებელია ასეთ უნიკალურ ტვინებს ვაგზავნიდეთ სხვაგან, ისინი აქ გვჭირდება. ქვეყანამ უნდა შექმნას პირობები და დააფასოს მათი შრომა შესაბამისად,” აცხადებს ქალბატონი მატინა.

onalem

ტესტ