fbpx
პოზიტივი

ზღაპრული ბერძნული კუნძული, სადაც ადამიანები მსოფლიოში ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ

ეგეოსის ზღვაში, სამოსიდან 19 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს მაგიური კუნძული იკარია. ამ კუნძულმა სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მიიღო, კერძოდ კი, იკარუსიდან, რომელიც დაედალუსის (ხუროთმოძრვარი, სიბრძნის სიმბოლო) ვაჟი იყო და სწორედ ამ ადგილას, ეგეოსის ზღვაში ჩავარდა. იაკრია ბევრჯერ გამხდარა სხვადასხვა უცხოური მედიის განხილვის საგანი.

და მაინც, რა აქვს ამ კუნძულს ასეთი მაგიური?!

იკარიაზე მცხოვრები ყოველი სამი მოსახლიდან ერთი 90 წელს არის გადაცილებული. აქ 20%-ით ნაკლებია სიმსივნით დაავადების ტენდენცია, ვიდრე ამერიკაში. აქ აბსოლუტურად არ არსებობს დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება.

აღსანიშნავია ნამდვილი ამბავი, რომელიც უკავშირდება ბერძენ იმიგრანტს ამერიკაში. მას 1970 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმები მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლეს აძლევდნენ. სწორედ ამიტომ იანის კარიმალისმმა სამსახურს თავი დაანება და მშობლიურ იკარიაზე დაბრუნდა, რათა იქ დაეკრძალათ.

წარმოუდგენელია, მაგრამ მან კიდევ 41 წელი იცოცხლა და ყველა ექიმის მოლოდინი გააქარწყლა.

როგორ მოხდა ეს?! რა არის იკარიაზე ისეთი, რაც ადამიანებს “უკვდავებად” აქცევს?!

პირველ რიგში, ეს უკავშირდება რადიოაქტიურ ცხელ წყლებს, რომლებიც აჯასაღებენ კანს, მკურნალობენ სახსრების დაავადებებს და პრობლემებს, რომლებიც კანს უკავშირდება.

იკარიაზე იზრდება 150-ზე მეტი სახის მწვანილი, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტების 10-ჯერ მეტი დონე, ვიდრე წითელ ღვინოს. ადგილობრივებისთვის ყოველდღიურობაა მცენარეული ჩაისა და გვირილის მირთმევა.

უმნიშვნელოვანესია ცხოვრების სტილიც, რადგან იკარიელები მუდმივად ფეხით დადიან, რაც ამცირებს დეპრესიას, ხელს უშლის წონის მატებას და ამცირებს სიკვდილიანობასაც. მათი რაციონი მდიდარია მარცვლეულით, ბოსტნეულით, ხილით, ზეითუნის ზეთითა და თევზით. იკარიელები წითელ ხორცს თითქმის არ მიირთმევენ.

ამას გარდა, იკარიელები მორწმუნე ხალხია და მუდმივად დადიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში, 3-4 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ დადიან.

onalem

ტესტ