fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძენი DJ კორონავირუსით 39 წლის ასაკში გარდაიცვალა – ორი გოგონა მამის გარეშე დარჩა

ბერძნული საზოგადოება და სამუსიკო სფერო შეძრა 39 წლის DJ-ის, ფსევდონიმით Decibel, გარდაცვალებამ, რომელიც კორონავირუსის მსხვერპლი გახდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს არ ჰქონია არანაირი თანმდევი დაავადება და იყო სრულიად ჯანმრთელი, ვიდრე დაინფიცირდებოდა.

საავადმყოფოში ის მას შემდეგ მოათავსეს, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და მალევე საჭირო გახდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ.

ექიმებმაც და თავად მუსიკოსმაც ბევრი იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ცნობებით, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეორე გოგონა მხოლოდ და მხოლოდ 40 დღის არის.

onalem

ტესტ