fbpx
საბერძნეთი

ვოლოსის მერი, ახილეას ბეოსი, 1 წლის ხელფასის გაცემას აპირებს საკუთარი ქალაქის აღსადგენად

ვოლოსის მერმა, ახილეას ბეოსმა განაცხადა, რომ 1 წლის ხელფასს დათმობს, რათა ეს თანხა ქალაქში გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებას მოხმარდეს. როგორც უკვე ცნობილია, ვოლოსი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც სტიქიის შედეგად უკიდურესად დაზარალდა და გამოწვეულია უზარმაზარი ზიანი.

“ახლა არ არის ტირილის დრო, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ამ წუთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა და რამდენიმე დღე დასჭირდება მოგვარებას, შესაძლოა 15-20 დღეც.

მზად ვარ, რომ გავცე ჩემი ხელფასი მომდევნო 1 წლის მანძილზე, რათა გამოწვეული ზარალის ანაზღაურება და ქალაქის აღდგენას მოხმარდეს. მინდა, ჩემმა თანამოქალაქეებმა კრიზისების დროს შემაფასონ და არა მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არის ან არჩევნებია,” ამბობს ბეოსი.

ვოლოსში ხალხი უკვე 4 დღეა წყლის გარეშეა, პირველი რასაც დილით ამოწმებენ, ონკანია. მეორეს მხრივ, კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლეობას სთხოვა, რომ ცოტა მოთმინე აგამოიჩინონ და წყალს პილიოდან მიიტანენ.

onalem

ტესტ