fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ერთ თვეში ვაქცინა გაუკეთდება 2 მილიონზე მეტ ადამიანს – სად იქნება სპეციალური ცენტრები?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი ერთი ადამიანისთვის მხოლოდ და მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდება და ყველაფერი იქნება მაქსიმალურად ორგანიზებული.

ირკვევა, რომ სპეციალური ცენტრები, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება, იქნება:

245 ატიკის რეგიონში

135 პირეოსსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე

123 თესალონიკში

129 მაკედონიასა და თრაკიში

144 თესალიასა და ცენტრალურ საბერძნეთში

176 პელოპონისოსა და იონიის კუნძულებზე

66 კრეტაზე.

მინისტრის თქმით, ვიზიტის დაჯავშნა საჭირო იქნება წინასწარ და ეს მოხდება SMS-ს და ტელეფონის საშუალებით ან ონლაინ რეჟიმში.

პერსონალი იმუშავებს ორ ცვლაში, დილას და საღამოს, შესაბამისად, არ დაფიქსირდება ხალხით გადატვირთულობა. ერთ თვეში შესაძლებელი იქნება ვაქცინის გაკეთება 2, 117,440 ადამიანისთვის.

გარდა ამისა, იმუშავებს 65 მობილური ჯგუფი, რომელიც ადგილზე მივა იმ ადამიანებთან, რომელთაც არ შეეძლებათ სპეციალურ ცენტრებში დამოუკიდებლად მისვლა.

საწყის ეტაპზე, 2021 წლის დასაწყისისთვის, საბერძნეთი მიიღებს ვაქცინის 1.1 მილიონ დოზას.

 

onalem

ტესტ